დღე 17 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის წინ მასშტაბურ მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან, 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს. ორგანიზატორებმა საღამოს აქციისთვის მზადება დაიწყეს, აწყობენ სცენას. დღეს პარტიის ლიდერებს დედაქალაქიდან ელოდებიან.
აჭარის მთავრობასთან კარვებია გაშლილი. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები უნდობლობას უცხადებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი მთავარი მოთხოვნაა დატოვოს თანამდებობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაიმართოს ხელახალი არჩევნები. გაერთიანებული ოპოზიცია უარს აცხადებს პირველ ტურში მოპოვებულ მანდატებსა და მეორე ტურში მონაწილეობაზე.