მოთხოვნა, რომელიც ასე ითარგმნება, რომ სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, ყველა არჩევნები გამოვაცხადოთ გაყალბებულად, ბუნებრივია, კონსესუსამდე ვერ მიგვიყვანს აცხადებს,მამუკა მდინარაძე.
მანამდე კი კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ დაარღვია შეთანხმება მოლაპარაკებების დეტალების საიდუმლოდ შენახვაზე, მისი თქმით, კატეგორიულად გამორიცხავენ ხელახალ არჩევნებს. ამასთან როგორც განმარტა, ოპოზიციამ მოლაპარაკებების დროს უარი თქვა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე, როგორც კონკრეტული უბნების გადათვლაზე, ისევ და ვიდეო ჩანაწერების ნახვაზეც. მმართველ გუნდშიც იმედი აქვთ, რომ პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება.