ოპოზიციის მიზანი არის დესტრუქცია და ისინი უარს ამბობენ იმ კონკრეტული უბნების გადათვლაზე, რომლებთან დაკავშირებითაც აქვთ პრეტენზიები - განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა. კახი კალაძის თქმით, კატეგორიულად გამორიცხავენ ხელახალ არჩევნებს.
ამასთან როგორც განმარტა, ოპოზიციამ მოლაპარაკებების დროს უარი თქვა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე, როგორც კონკრეტული უბნების გადათვლაზე, ისევ და ვიდეო ჩანაწერების ნახვაზეც. მმართველ გუნდშიც იმედი აქვთ, რომ პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება.