კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა - ამირან გამყრელიძე

13 ნოემბერი 2020, 16:58 3300 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ინფორმაციით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით არავითარ რისკს არ წარმოადგენს.

„კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში