ივანიშვილის ხელში აღმოვჩნდით, ქვეყანა სადაც პირდაპირი დიალოგის წარმოება შეუძლებელია და გვჭირდება შუამავლები - უგულავა 

13 ნოემბერი 2020, 13:58 882 ნახვა

ნორმალურ ვითარებაში ეს საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ივანიშვილის ხელში აღმოვჩნდით. ქვეყანა, სადაც დიალოგის წარმოება სამწუხაროდ შეუძლებელია პირდაპირ და გვჭირდება შუამავლები, რადგან შუამავლები გვჭირდება მათ მადლობა ეკუთვნით - განაცხადა ''ევროპული საქართელოს''  წევრმა ''ლელოს'' ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

გიგი უგულავას განცხადებით, აქციები ჩვეულ რიტმში გაგრძელდება. 

''სადემონსტრაციოდ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ, რომ პროცესები წავიდეს მშვიდობიანად  და წავიდეს ხალხის გამარჯვებისკენ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული არჩევნების პრაქტიკა. დაგეგმილი აქციები თავისი რიხით გაგრძელდება. 

მოლაპარაკებებს რაც შეეხება, მას თავისი  დღის წესრიგი აქვს. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო მოთხოვნები. ეს გულისხმობს ხელახალ არჩევნებს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვადებზე და სხვადსხვა ტექნიკურ საკითხებზე, მაგრამ არსებითი არის, ის რომ ამ გაყალბებულ არჩევნებს საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია არ მიიღებს. 

ეს არის მთავარი და დანარჩენი უკვე მივანდოთ იმ ხალხს, ვინც არის მოლაპარაკებებში. ჩვენს საელჩოებს, ამერიკის ევროკავშირის და სხვა  ჩვენს პარტნიორებს მადლობა მინდა გადავუხადო, იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი წევენ'' - განაცხადა გიგი უგულავამ. 

''ლელოს'' წევრის საბა ბუაძის განცხადებით, ხვალ იქნება სტანდარტული აქცია, სადაც იქნებიან გამომსვლელები, ხოლო პომპეოს ვიზიტის დროს დაგეგმილი აქცია იქნება მდუმარე.

"ხვალ არის დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე აქცია, სადაც ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნას კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ და საზოგადოებივი პროტესტის კონსოლიდაციას მოვახდენთ და გავემიჯნებით იმ სიცრუეს, რომელიც არჩევნებზე ვიხილეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ამ პარლამენტში ქართული პოლიტიკური სპექტრი შესვლას არ აპირებს.

აქციები არის ადამიანების გულწრფელი პროტესტის გამოხატულება, რომლესაც პოლიტიკური პარტიები უკეთებენ ორგანიზებას. ისინი ჩვენს გარეშეც გაიმართებოდა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ საზოგადოების ამ აღშფოთებას თავი მოვუყაროთ და ზუსტად ამის ეშინია ხელისუფლებას ამ მრავალრიცხოვანი პროტესტის დანახვა. ხვალინდელი აქცია განსხვავდება პომპეოს ვიზიტის დღეს დაანონსებული შეკრებისგან.

ხვალ იქნება სტანდარტული აქცია, სადაც იქნებიან გამომსვლელები. პომპეოს ვიზიტის დროს დაგეგმილი აქცია, არის მდუმარე. არანაირი საპროტესტო გამოსვლები არ იქნება. ეს იქნება ერთგვარი მისალმება სახელმწიფო მდივნის მიმართ, როცა მდუმარე ფორმატში ჩვენს ერთიანობას დავაფიქსირებთ და არჩვენების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას დავაფიქსირებთ" - განაცხადა ,,ლელოს' წევრმა საბა ბუაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი