„უფლებები საქართველო" 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებისა და მათი გამოძიების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
უფლებები საქართველო მიიჩნევს რომ აღნიშნულ ფაქტში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და მოუწოდებენ პროკურატურას სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, მიენიჭოთ დაზარალებულების სტატუსი ჟურნალისტებს და ოპერატორებს, და დაიწყოს საქმის წარმოება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად.