პროტესტი ბათუმში გრძელდება

12 ნოემბერი 2020, 20:07 1056 ნახვა

საპროტესტო აქციები იქნება ყოველდღე უცვლელი მოთხოვნებით, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ცესკოს ახალი შემადგენლობის პირობებში ასეთია გაერთიანებული ოპოზიციის გეგმები აჭარაში.  ისინი აჭარის მთავრობის სახლთან ეპატიჟებიან ყველას, ვინც თვლის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.  ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხვალ 17 საათზე აქციაზე  მიიტანენ ოქმებს, რომლებიც მათი თქმით მოწმობს იმას, რომ უბნებზე, ხმების დათვლის და შეჯამების დროს ტექნიკური შეცდომები არ დაშვებულა. დღეს გამართულ აქციაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი