30 ოქტომბერი მეორე ტურის ჩატარების თარიღია. “საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად”, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ, არჩევნების ჩატარების თარიღი, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამაც განსაზღვრა.