ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება

12 ნოემბერი 2020, 14:57 1155 ნახვა

ევროპარლამენტარები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველთვის იყვნენ საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს საჩივრებისა და დარღვევების შეფასებისა და საბოლოო დასკვნების წარდგენისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი