იგეგმება მდუმარე აქცია ერთი მესიჯით: საქართველოში არჩევნები გააყალბეს - გიგი უგულავა პომპეოს ვიზიტზე

12 ნოემბერი 2020, 14:27 1202 ნახვა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს განსხვავებული ფორმატის აქცია იგეგმება. ეს იქნება ერთგვარად მდუმარე აქცია ერთი მესიჯით: საქართველოში არჩევნები გაყალბდა.

გიგი უგულავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები.

" აქცია იქნება განსხვავებული ფორმატის, 17 ან 18-ში. ეს იქნება ერთის მხრივ ტოტალურ გაყალბებაზე მიძღვნილი და ასევე საზეიმო დახვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ბატონ პომპეოსთან. არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები. ლოკაცია ისე იქნება შერჩეული, რომ უსაფრთხოების ზომები არ დავარღვიოთ. მოქალაქეები გამოვლენ დააკრავენ სტიკერს დადგებიან და მხოლოდ ერთ ფრაზას იტყვიან "გაყალბებულია". ასე ერთის მხრივ მივესალმებით სტრატეგიულ პარტნიორს და ასევე ვეტყვით რომ საქართველოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა"- განაცხადა გიგი უგულავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი