გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 

12 ნოემბერი 2020, 10:24 1276 ნახვა

73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის გია კიკაბიძის განცხადებით, მამაკაცი კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს.

''პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია. დადგენილი ჰქონდა კორონავირუსი. იყო ჩვენი თანამშრომლის მამა. მასთან გვქონდა კომუნიკაცია და არაფერი უთქვამს, რომ კაცს პრობლემები ჰქონდა. გუშინ ექთანი შევიდა მედიკამენტები გაუკეთა, ასევე ისადილა და შემდეგ მოხდა შემთხვევა. მიზეზი უცნობია. ფსიქიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არც აღრიცხვაძე იმყოფებოდა, რომ გვქონოდა სხვანაირად მოვიქცეოდით. ის იყო ადეკვატური, კომუნიკაბელური. იმ ეტაპზე მამაკაცი პალატაში მარტო იყო. გუშინ პოლიცია იყო მოსული და გამოკითხეს პერსონალიც'' - განაცხადა გია კიკაბიძემ. 

მამაკაცი კლინიკის მესამე სართულიდან გუშინ გადმოვარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი