"დიახ უკან დაიხია. ჩაასწორა, ოქმებს რომ ასწორებენ ისე" - ნანუკა ჟორჟოლიანი

10 ნოემბერი 2020, 17:54 2051 ნახვა

დიახ უკან დაიხია. ჩაასწორა, ოქმებს რომ ასწორებენ ისე - ასე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას. დღეს, 10 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძის ორი განცხადება გავრცელდა. ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობდა. მეორე-სოციალურ ქსელში დაწერა და დამატებითი განმარტებები გააკეთა. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ეს იყო ვაშაძის პირადი დამოკიდებულება და არა პარტიის პოზიცია. 

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ დაინახა საზოგადოების დამოკიდებულება, როგორი არაპოპულარულია ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ აზრს ავითარებს. 

მოკლედ შევთანხმდეთ რა იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი კომენტარი, რომელზეც მე ავღშფოთდი. ეწერა: ჩავანაცვლოდ ქუჩა ყველა დონის საკანონდებლო ორგანოების ტრიბუნით . . . ანუ ეს იყო რამაც გამაბრაზა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი იქნება გამყიდველი ვინც ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაჯდება  რაიმე ტიპის მოლაპარაკებაზე და ბიძინა ივანიშვილის პირობებით, ამაში ვგულისხმობდით ყველას, მათ შორის  მამაჩემ ზურიკოსაც ვგულისხმობდი. პარტიის წევრი რომ ყოფილიყო. აქ არ ვგულისხმობდით, რომ ვიღაც იგულისხმება და ვიღაც არა. 

ახლა  წავიკითხე სხვა განცხადება, სადაც წერია, რომ არც კი განიხილება საპროტესტო აქციების შეწყვეტა  მანამდე სანამ ყველა პირობა არ შესრულდება.  გასაგებია, მიღებულია განცხადება.

ეს არ იყო პარტიის განცხადება, ეს იყო მისი პერსონალური განცხადება. პარტიას არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო.

მან იგრძნო, რომ არაპოპულარული განცხადება გააკეთა, ჩვენ პოლიტიკოსებს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ, ახლა არის მნიშვნელოვანი ერთიანობა. ძალიან კარგი მაგალითი არის სხვა პოლიტიკოსისთვის, რომელმაც გაიფიქრა, რომ მსგავს ჟანრში ოდესმე რამე განცხადება გაეკეთებინა'' განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში