წერტილოვანი შეზღუდვები ერთადერთი გზაა მობილობის შესაჩერებლად და სწორედ ამ შეზღუდვების დახმარებით გადაიტანა საქართველომ გაზაფხულის რთული პერიოდი - ასეთია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია. მათივე თქმით, მასობრივი შეკრებები ინფიცირების შემთხვევებს გაზრდის.
კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის მიუხედავად, მასშტაბური ე.წ „ლოქდაუნი“ არ იგეგმება.
გადაადგილებაზე შეზღუდვები 22 საათიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში ამოქმედდება.