ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მუშაობას 21:00 საათზე დაასრულებენ 

09 ნოემბერი 2020, 15:02 2141 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. 

ბათუმის მერის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მუშაობას 21:00 საათზე დაასრულებს. დასუფთავების სამსახური შესაბამის სამუშაოებს 21:00 საათამდე განახორციელებს. რაც შეეხება „ბათუმის წყლის“ ტექნიკურ სამსახურებს, ბრიგადების მუშაობის გრაფიკი არ იზღუდება. გადაუდებელი გამოძახების შემთხვევაში რეაგირება ხორციელდება სემეკთან არსებული შეთანხმების შესაბამისად.

"შეზღუდვის დროს მუდმივი გადაადგილების საშვის მისაღებად კომპანიებმა უნდა მიმართონ დარგობრივ უწყებებს, ხოლო მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე - მუნიციპალურ ინსპექციას - 577539485. ერთჯერადი გადაუდებელი საშვის ასაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი 144-1. აღნიშნული შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული"-აცხადებენ მერიაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 9 ნოემბრიდან, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი