ამ ეტაპზე თავისუფალია 300-მდე საწოლი - ამირან გამყრელიძე

09 ნოემბერი 2020, 14:45 1467 ნახვა

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კოვიდპაციენტების სამკურნალოდ ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია დაახლოებით 300-მდე საწოლი, დაკავებულია 4500.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ კლინიკებზე დაწოლა შემცირდეს. მისვე განმარტებით, მოქალაქეებს მოცდის რეჟიმში უწევთ ყოფნა, თუმცა საბოლოდ ისინი კლინიკებში მაინც გადაჰყავთ.

''საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, რომ გათავისუფლების ფაზაშია დაახლოებით 600 ან 700 საწოლი. ზოგადად კოვიდისთვის განსაზღვრულია, რომ მობილიზაცია გაკეთდეს დაახლოებით 8000 საწოლზე. ეს სერიოზული გამოწვევაა. ​პანდემია ისეთი რამეა, რომ ყველაფერს ვერ დათვლი.

ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს იმას, რომ ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია რა არის. მესმის, რომ მოცდის რეჟიმში არიან მოქალაქეები, რომ კლინიკაში გადავიდნენ, მაგრამ შემდეგ ყველა თავსდება. რთულია გეთანხმებით, მაგრამ ეს მაინც ხერხდება. ამისთვის ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო. შემოვიღეთ ბინაზე დატოვების კრიტერიუმები, ამოქმედდა კოვიდსასტუმროები, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს საავადმყოფოებზე ზეწოლა'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში