თუ 8 საათამდე არ გვექნება პასუხი, ჩვენ გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე, გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან, არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას“ – განაცხადა ბათუმში გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჯელალ ქიქავამ.
„ჩვენ ველოდებით 8 საათს, თუ 8 საათამდე არ გვექნება პასუხი, ჩვენ გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე, ჩვენ არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას, ჩვენ გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს! ველოდებით 8 საათს, ვიწყებთ მოქმედებას, გადავდივართ პირდაპირ, მორჩა, დამთავრდა“ – განაცხადა ჯელალ ქიქავამ.