ჯო ბაიდენი - ჩვენ ვართ ოპონენტები, მაგრამ არა მტრები

07 ნოემბერი 2020, 09:37 1144 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ამერიკელ ხალხს მოუწოდებს, ერთიანობა შეინარჩუნონ და სიბრაზე დაივიწყონ.„მკაცრი არჩევნების შემდეგ დაძაბულობა მაღალია. სერიოზული პრობლემები გვაქვს, პარტიზანულ ბრძოლაზე გასაფლანგი დრო არ გვაქვს. შეიძლება ოპონენტები ვართ, მაგრამ არა მტრები,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ქვეყნის მასშტაბით 4.1 მილიონი ხმით უსწრებს. ამ ეტაპზე, საარჩევნო კოლეგიაში „დემოკრატ“ კანდიდატს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმიდან 253 აქვს, დონალდ ტრამპს კი -214. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის პროცესი ექვს შტატში გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში