„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

07 ნოემბერი 2020, 10:01 614 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა. აქედან: 46 - არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს, 62  კი შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსებს ეხებოდა.

შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსების გამო  ორგანიზაციამ 62-ვე უბანზე ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 42 უბანს სასამართლოში ასაჩივრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი