პატრიოტთა ალიანსი ქართულ ოცნებას არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში სდებს ბრალს. ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აწყობს პროვოკაციებს და მისი თქმით, ამის ერთ ერთი მაგალითია ირმა ინაშვილის მისამართით განხორციელებული უცნობი ზარი. ინაშვილი ამბობს, რომ მას დაუკავშირდა გროზნოდან ვინმე საიდ ახმედი რომელიც დაინტერესდა საარჩევნო პროცესით, თუმცა პარტიისთვის გაუგებარია ვინ არის აღნიშნული პიროვნება. ინაშვილი აცხადებს, რომ ემზადებოდა პროვოკაციები მისი პარტიის წინაამღდეგ ჯერ თბილისში, ახლა კი ქუთაისში სადაც აქციის გამართვას აპირებდნენ. აქედან გამომდინარე პატრიოტთა ალიანსი დაანონსებულ აქციას აუქმებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.