“საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას””, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა მშვიდი გარემო იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი.