შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მარნეულში დედისა და შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.