მმართველი გუნდის განცხადებები

01 ნოემბერი 2020, 18:08 816 ნახვა

ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი არაცივილურად იქცევიან. როგორც კობახიძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს., რადგან  მისი თქმით, დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა. 

რაც შეეხება  არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებას, მისი თქმით,  არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა და თუ რაიმე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა, ეს ოპოზიციის ქმედებებს უკავშირდება და არა ხელისუფლებისას.  ოპოზიციის განცხადებებს და მათი მხრიდან აქციის დაანონსებას დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებად მიიჩნევს კახი კალაძე. 

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილი უბნების მონაცემებით "ქართულ ოცნება"-ს ამომრჩეველთა 48.36 პროცენტი უჭერს მხარს და უკვე გარანტირებულად აქვს 76 მანდატი. მათ შორის 62 პროპორციული სიით, ხოლო 14 მაჟორიტარული სიით. საბოლოო ჯამში კი ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში 92 მანდატი ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში