ტიტე აროშიძის არჩევანი

31 ოქტომბერი 2020, 11:25 592 ნახვა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევანი უკვე გააკეთა.

კანდიდატის თქმით, ხმა ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას მისცა. ის საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

,,მე ჩემს შვილებთან ერთდ მოვედი დღეს არჩევნებზე. ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას- შესაბამისად ეს არის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. მოხარული ვარ რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, როგორც ცნობილია ყველა უბანზე არის მშვიდი, სტაბილური მდგომარეობა. ძალიან კარგია რიგი რომ დგას უბნებთან. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობას აინტერესებს ქვეყნის ბედი“,-განაცხადა ტიტე აროშიძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში