“სამართლიანი არჩევნების” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

15 ოქტომბერი 2016, 00:00 4075 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია ''სამართლიანი არჩევნების'' სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის ოლქს 31-ე საუბნო კომისიის პასუხისმგებელი პირების  დისციპლინური პასუხიმგებლობის საკითხის განხილვა დაავალა. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ ამ უბანზე შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრების ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული. სადამკვირვებლო ორგანიზაცია კიდევ ორ უბანზე შედეგების ბათილობას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. საოლქო კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია, ''სამართლიანი არჩევნების'' წარმომადგენლები კი მის გასაჩივრებას არ გამორიცხავენ. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მტკიცებულებად     ვიდეო მასალა  წარუდგინა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი