თბილისში, საბურთალოს მე-19 საარჩევნო უბანზე ყუთს ძირი არ ჰქონდა. ფაქტს ადასტურებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე აცხადებს, რომ რამდენი საარჩვენო უბანზე ხმის მიცემის პროცესში ხარვეზები დაფიქსირდა.
მისივე განცხადებით, ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა და მას ხმის მიცემის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია
"საარჩევნო უბანზე ყუთის ძირის მთლიანობა იყო დარღვეული, თუმცა აღნიშნული ხარვეზი დროულად გამოსწორდა. საარჩევნო უბანზე ვინც იმყოფებოდა უფლებამოსილი პირები ისინიც შეთანხმდნენ და ადასტურებენ, რომ ამ შემთხვევას არ ჰქონია არანაირი გავლენა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე. კომისიამ თავისი უფლებამოსილება უნდა შეასრულოს სრული დაცვით"-განაცხადა ანა მიქელაძემ.