უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 12 საათის მონაცემებით 7 საჩივარია შესული, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევას ეხება. პარმენ ჯალაღონიას თქმით, თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენება.
რაც შეეხება მოქალაქეების აქტივობა, უსკოში განაცხადეს, რომ 12:00 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩევლების აქტივობამ შეადგინა 17,76%, რაც რაოდენობრივად 55 933 ამომრჩეველია. ''ოლქების მიხედვით ამომრჩევლების აქტივობა ასე გადანაწილდა: ბათუმის ოლქი 24 3 31, ქობულეთი 13 018.
თუ 2016 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს შევადარებთ, მაშინ 12 საათის მონაცემებით უბნებზე 59 726 მოქალაქეს უკვე ჰქონდა ხმა მიცემული. სხვაობა არის დაახლოებით 2%. რაც შეეხება სპეც-უბნებს, ასეთი 24-ია. გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით რაიმე დარღვევას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროცესებზე, ადგილი არ ჰქონია'' - განაცხადეს ბრიფინგზე.