საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ევროპული მთავრობა - გიგი უგულავა

31 ოქტომბერი 2020, 11:02 1066 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხმა პირველ უბანზე მისცა.

„ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მივეცი ხმა. სერიოზულად თუ ვიქნები ამ ლუნატიკმა უნდა დაამთავროს მმართველობა და ხალხის წვალება“- ამბობს გიგი უგულავა.

მისი თქმით საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ევროპული მთავრობა. სჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება არა ბატონი, არამედ ხალხის მსახური. გიგი უგულავამ ისაუბრა დარღვევებთან დაკავშირებით და გააფრთხილა საჯარო მოხელეები.

'' ყველა ვინც „გამოიჩენს თავს“ იქნება დამახსოვრებული, აღრიცხული და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება'' - განაცხადა კანდიდატმა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი