ზუგდიდში, #27 მაჟორიტარულ ოლქში, 29-ე უბანზე წილისყრის პროცედურის მიმდინარეობისას, გიორგი ცაბაძის სიმღერა ,,ჩემი საქართველო აქ არის " აჟღერდა. სიმღერა საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ჩართო, რაც უბანზე არავის გაუპროტესტებია.
ამ სიმღერაზე ''ქართული ოცნების'' კლიპიც არის გადაღებული.
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი დაინტერესდა, არჩევნების დღეს ხომ არ იყო ეს დარღვევა და ერთგვარი აგიტაცია? 29-ე უბნის თავმჯდომარე ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
სიმღერა რამდენიმე წუთში გათიშეს, თქვეს, რომ ასე უბრალოდ მუშაობაში ხელი ეშლებოდათ.