ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე შსს-მ ფაქტების შესწავლა დაიწყო

30 ოქტომბერი 2020, 22:45 1167 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადების საფუძველზე, რომელიც ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხებოდა, შსს-მ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„30 ოქტომბერს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში