ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი ბათუმში

28 ოქტომბერი 2020, 14:55 1147 ნახვა

ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გაიხსნა.  ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია. ლაბორატორიული სივრცე დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.

ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში