ენმ ხულოში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს

28 ოქტომბერი 2020, 12:08 1530 ნახვა

შესაძლო წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის ხულოს რეგიონალურ ოფისში . ოპოზიციური პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ მმართველი გუნდი მაღალმთიანეთის ამომრჩევლებისთვის საწოლებს, ლეიბებსა და მატრასებს, ასევე შშმპ პირებისთვის ეტლებს არიგებს და ამ მეთოდით ხმების მობილიზებას ცდილობს.

მერიაში, რომლის ადმინისტრაციულ  შენობასთან დააფიქსირეს ამ ნივთებით აღჭურვილი საავტომობილო ტექნიკა , აცხადებენ, რომ დასახელებული ინვენტარი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერაა შეძენილი სამიზნე ჯგუფისთვის. მთავარი აღნიშნულ ორგანიზაციას დაუკავშირდა. ა/ო ,,ქველმოქმედებაში“ აცხადებენ, რომ სამედიცინო ინვენტარი ნამდვილად მათ ეკუთვნის და მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი.

ამბობენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია 2010 წლიდან ფუნქციონირებს, ისინი გერმანიიდან მარაგდებიან. ორგანიზაციაში   პოლიტიკურ ინტერესებს გამორიცხავენ. ოპოზიციის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, რომელიც გავრცელებულ ბრალდებას სიცრუეს  უწოდებს და ირწმუნება, რომ აღნიშნული ინვენტარის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან გაიგო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი