პარტია ''თავისუფალი საქართველოს'' წევრების განცხადებით ქართული ჩაის რეალიზება ქართულ ბაზარზე არ ხდება. დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ მარადიდში მდებარე ჩაის საწარმოს ადმინისტარაციის წარმომადგენელს პარტისს წევრები შეხვდნენ.
სულიკო მიქელაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში აცხადებს, რომ პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში ადგილობრივების დასაქმება და ქართული პროდუქციის რეალიზებაა. მარადიდის ჩაის საწარმოს დასაქმებულები კი ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ასევე მათი ნაწარმის საზღვრებს გარეთაც გატანა.