აჭარაში „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნას'' რიგები პროპორციული სიის რამდენიმე წევრმა და აქტივისტმა დატოვა

23 ოქტომბერი 2020, 17:43 1528 ნახვა

პოლიტიკური მოძრაობის „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნას'' რიგები, აჭარაში პროპორციული სიის რამდენიმე წევრმა და 25-მდე აქტივისტმა დატოვა. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს.

მოძრაობის უკვე ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებენ და ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

,,პროპორციული სიის რამდენიმე წევრი და 25-მდე აქტივისტი, პოლიტიკური მოძრაობის „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნას'' რიგებს ვტოვებთ. გეტყვით რა გახდა მიზეზი, რომ ჩვენ გავწევრიანებულიყავით ოპოზიციურ პარტიაში - ეს არის ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური გარემო, რომელიც მიუღებელია ადამიანებისთვის. ჩვენ გვინდოდა, რომ ახალგაზრდებს ახალი ძალით გაგვეკეთებინა საქმე. ახალი გარემო შეგვექმნა, რომელიც ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის უკეთესი იქნებოდა.

ბოლო პერიოდში პარტიაში არსებულმა პრობლემებმა და ასევე პირად ურთიერთობებში არსებულმა პრობლემებმა მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. იყო რთული მდგომარეობა. დავით ჭიჭინაძის მხრიდან მოხსენიებული იყო, რომ ბათუმი მას ფეხებზე ჰკიდია. ამან დაძაბა გუნდში ვითარება, ამიტომ გადავწყვიტეთ პარტია დაგვეტოვებინა.

არავისთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ, ვრჩებით ოპოზიციურ ფლანგზე'' - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი გობაძემ, რომელიც მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი