პროგნოზი დამოკიდებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილსინდისიერ ქმედებაზე - ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:54 855 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროგნოზი სრულად  დამოკიდებულია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობასა და ქცევაზე. მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაიცვან რეკომენდაციები და ატარონ პირბადე.

"ის რასაც ჩვენი სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკეთებს ეს არის მხოლოდ პროგნოზი, სწორედ პროგნოზებიდან გამომდინარე ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დაიცვან დისტანცია და გამოიყენონ ნიღაბი. ნიღაბი, რომლის გამოყენებაც დღეის მდგომარეობით ყველაზე ეფექტურია პანდემიასთან საბრძოლველად.

აქედან გამომდინარე თუ ჩვენი მოქალაქეების ქცევა იქნება იმის შესაბამისი რაც არის ჩვენი მოწოდებები, ის პროგნოზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ იქნება ცვალებადი.

ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული 3 მლნ. 700 ათასი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებაზე"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი