რა გზა გაიარა ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა ბანკის შენობის დატოვების შემდეგ. სავარაუდო მარშრუტი ასეთია. მას შემდეგ რაც დამნაშავემ მძევლებთან ერთად საფინანსო ორგანიზაციის შენობა დატოვა, ჯდება ე.წ-ულ პიკაპში და მიემართება გაურკვეველი მიმართულებით. ამის შემდეგ სავარაუდოდ გამოიცვალა ავტომობილი, რომლითაც მივიდა სოფელ კირცხის მიმდებარე ტერიტორიამდე. აქ ჩამოსვა სამივე მძევალი, დატოვა ავტომობილიც, რომლის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თავდამსხმელმა ავტომობილით რამდენიმე საათი იმოძრავა.