სპეცოპერაცია ზუგდიდში მსოფლიო მედიაში

22 ოქტომბერი 2020, 11:49 1536 ნახვა

ზუგდიდში მომხდარ ძარცვას  BBC ეხმაურება. გამოცემა შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს რომ  43-ვე  მძევალი, რომელიც საქართველოში, ზუგდიდში, ბანკში ყავდა თავდამსხმელს დატყვევებული გათავისუფლებულია. მათივე ცნობით, ოთხშაბათს საღამოს შეიარაღებულმა კაცმა მძევლების უმეტესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლის ავთანდილ გალდავას სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამის შემდეგ კი  ავთანდილ გალდავასთან და კიდევ 3 მძევალთან ერთად თავდამსხმელმა ბანკი დატოვა. ბბს-ს ცნობით შს სამინისტროს თანამშრომლის ძალისხმევით სამივე მძევალი ამჟამად თავისუფალია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები დამნაშავის დასაკავებლად - წერია BBC -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მძევლების გათავისუფლებისა და არსებული ვითარების შესახებ წერს "როიტერი", "ესოშიეიტედ პრესი", "ებისისი ნიუსი" და სხვა გამოცემები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი