ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის ,,პორტა თაუერის“ მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება. მისი განხორციელებისთვის საქართველოში 70 მლ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. კომპლექსში მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასა რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარისა და საოფისე ფართების მოწყობაც. მიწისქვეშ განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი.