"პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას" - ირაკლი კვარაცხელია

21 ოქტომბერი 2020, 22:36 1042 ნახვა

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში მყოფმა ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. 

"სამი კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ,“ - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დღის განმავლობაში მედიასთან კონტაქტზე რამდენჯერმე გამოვიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი