მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, დღეიდან ძალაშია წესი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისას PCR ტესტის ქონის შემთხვევაში მოუწევთ თვითიზოლაციაში გადასვლა კარანტინის ნაცვლად.
"აქაც იყო სპეკულაციები. სიმართლე არის შემდეგი, ეს ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ტესტის ფლობის შემთხვევაში წავლენ თვითიზოლაციაში ნაცვლად კარანტინისა"-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.