სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს არ იქნება - პრემიერი

20 ოქტომბერი 2020, 16:31 876 ნახვა

 

ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს ქვეყანაში არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მთავრობის მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს.

პრემიერის თქმით, ქალაქების ჩაკეტვას მოჰყვება სამუშაო ადგილების დაკარგვა და ეკონომიკური აქტივობის ვარდნა.

''იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ ელემენტარული წესები დაიცვან. თქვენ ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები ხართ და თქვენ, ამ წესების დაცვაში უნდა მოგვეხმაროთ ყველგან, ყველა მიმართულებით.

პირველი ტალღა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, სხვებთან შედარებით, ნორმალურად გამოვიარეთ. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, ამ ეტაპზე, შედარებით ნორმალურად ვართ. რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი