პრემიერ-მინისტრმა აჭარაში არსებული ეპიდვითარება ადგილობრივ შტაბთან განიხილა

20 ოქტომბერი 2020, 15:02 358 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა აჭარაში არსებული ეპიდვითარება, კლინიკებში საწოლფონდის კუთხით არსებული მდგომარეობა , ადგილობრივ შტაბთან განიხილა.

უწყების ცნობით, გიორგი გახარია და ეკატერინე ტიკარაძე ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრსა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, რომელიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე ბათუმში იმყოფება.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საწოლფონდის კუთხით არსებული პრობლემები მოგვარებულია.

''კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე იმყოფება კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენელი, კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია. ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში წარმოქმნილი ხარვეზები ამ ეტაპზე აღმოფხვრილია და პაციენტების დიდი რაოდენობის მიუხედავად, აჭარაში სისტემა გამართულად მუშაობს'' - აცხადებს გაბუნია.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ვითარება შედარებით დასტაბილურდა.

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 19 ოქტომბერს აღდგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარჩენილი შეზღუდვებიც, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შესაბამისად, ეტაპობრივად მოიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი