აზერბაიჯანის და სომხეთის ოფიციალური პირების განცხადებები

20 ოქტომბერი 2020, 12:21 1156 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდეს და ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდეს. „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შეხვედრისთვის მოსკოვშიც და ნებისმიერ სხვა ადგილზეც, რათა დავასრულოთ დაპირისპირება და ვიპოვოთ დარეგულირების გზები. გვსურს მშვიდობა, თუმცა სომხეთისგან განსხვავებით, ასევე გვსურს ჩვენი ტერიტორიები, რომლებიც სამართლებრივად გვეკუთვნის, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. 23 ოქტომბერს კი  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ჯერ უცნობია, შედგება თუ არა სამმხრივი შეხვედრა, ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებები იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი