წინასაარჩევნო გარემო ეპიდვითარების პირობებში ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება სხვადასხვა მეთოდით ცდილობს მოქალაქეების დაშინებას წინასაარჩევნოდ და ძალადობს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს პანდემიას და არ გამორიცხავენ, რომ პანიკის დათესვა სწორედ ხელისუფლების ინტერესშია, იმისთვის რომ არჩევნებზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს