კორონავირუსის ახალი შემთხევევების მორიგი ანტირეკორდი, გარდაიცვალა 15 პაციენტი

20 ოქტომბერი 2020, 11:43 1349 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 4 აჭარაში. რაც შეხება ინფიცირების სტატისტიკას, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ის სულ 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 193 აჭარის რეგიონში. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან, ასევე ბათუმში დღეიდან ეპიდსიტუაციაზე კომენტარები აღარ კეთდება. ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოვისმენთ.  გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭო შეხვედრებს დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს. ცოტა ხნის წინ გაკეთდა მთავრობის წევრების მხრიდან კიდევ ერთხელ მოწოდება რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებითაც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები შესაძლოა ისევ დაწესდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი