ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს,თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, ეს საპატიო მიზეზად ეთვლება. შესაბამისად, ეს მის ანაზღაურებაზე არ უნდა აისახოს.
„თვითიზოლაციის კომპონენტი არახალია და ჩვენ გავცემთ დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ამ ადამიანს ეკუთვნოდა თვითიზოლაცია და შესაბამისად ეს ჩაეთვლება მას საპატიო მიზეზად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.