ორად გაყოფილი “ოცნების ქალაქი“

18 ოქტომბერი 2020, 20:20 2099 ნახვა

ე.წ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლების აქცია და საპასუხო კონტრაქცია. აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა, მოითხოვეს დოკუმენტი, სადაც დაკონკრეტებული იქნება ვინ მიიღებს ბინას მშენებარე კორპუსში. ამასთანავე პროტესტის მონაწილეებმა, გამრიცხველიანების მოწესრიგება და ელექტრიკოსების დანიშვნაც ითხოვეს. მათი თქმით, სადენების არასწორად მიერთების გამო უკვე დაიწვა 7 საცხოვრებელი.

„ოცნების ქალაქში“ შეკრებილები კი იმ ფონზე, როდესაც მშენებლობა არ შეჩერებულა პროტესტის საჭიროებას ვერ ხედავენ. იმედს გამოთქვამენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინას ყველა მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათაც ექნებათ რეაქცია.  აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილების  მოთხოვნებს,  ჯანდაცვის მინისტრის, პირველმა მოადგილემ  უპასუხა.

რამაზ ჯინძარაძის განცხადებით, ყველა ოჯახი მიიღებს ბინას  შესაბამისი რიგითობის მიხედვით და სამართლიანობა არ დაირღვევა. განმარტა ასევე ისიც, რომ  ,,ენერგო-პრო’’ გამრიცხველიანობის საკითხს კანონის ფარგლებში მოუგვარებს. ცნობისთვის,  პროექტი, რომლის ღირებულებაც 40 მილიონია 582 ბინას მოიცავს - კორპუსის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი