პროტესტს მთავრობის სახლთან კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა

18 ოქტომბერი 2020, 12:23 1499 ნახვა

მთავრობის სახლთან პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები შიმშილობას აგრძელებენ, დღეიდან აქციას კიდევ 2 ადამიანი შეუერთდა. მოშიმშილეები ამბობენ, რომ გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული სატელევიზიო კომენტარი,  მათთვის არაფრის მთქმელია.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მოშიმშილეების პრობლემების მოსაგვარებლად ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მუშაობენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ მათი ნაწილი ღამეს ავტომობილებში ათენებენ, თუმცა წუხელ ამის უფლება მათ არ მისცეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში