გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში, 403 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 156 ადამიანი მკურნალობს, მათგან 125-ს კორონავირუსზე.ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 2 796-ია. გამოჯანმრთელდა 1 187, ლეტალურად დასრულდა 27 შემთხვევა.