ხალხმრავალი აქცია წითელ ზონაში

17 ოქტომბერი 2020, 15:27 1067 ნახვა

ხალხმრავალი შეკრება სოციალური დისტანციის დარღვევით და პირბადის გარეშე - გახდება თუ არა ახალი ეპიდაფეთქების მიზეზი წითელ ზონაში გუშინ გამართული გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება? - ინფიცირებული პაციენტების ნაკადი მოიმატებს - ამბობენ დარგის სპეციალისტები. „ქართულ ოცნებაში“ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ მავნებლობაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ შეკრების მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანა იყო.

ბათუმში პირბადის გარეშე, დისტანციის დაუცველად ათასობით ადამიანის შეკრება უკიდურეს უპასუხისმგებლობად შეაფასა სახალხო დამცველმაც. თავად შეკრების ორგანიზატორები პასუხისმგებლობას სრულად კორონავირუსს და ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ხალხის დიდ ნაკადს არ ელოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი