გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება

17 ოქტომბერი 2020, 12:13 713 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა. სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის ფარგლებში განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2020-2021 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელება, ასევე ამავე სოფლების მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი